Saturday, April 9, 2016

მე-9 დღე

დღეს საბოლოოდ გადავხედეთ საქაღალდეებს, მოვუსმინეთ კოლეგებს და  მოვახდინეთ შესწორებები. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია. ჩვენი პრეზენტაცა ავტვირთეთ  გუგლის დოკუმენტებში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
ხეები და ფოთლები

Sunday, April 3, 2016

მე-8 დღე

დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. მოსწავლეებს მივეცი მიმართულება თუ როგორ იმუშაონ შაბლონში.პროექტზე მუშაობის დროს, როგორ მოვახდინო მოსწავლის დიფერენცირება.

Saturday, April 2, 2016

მე-7 დღე

გამოვიყენე აქტივობა: დაწყვილდი, დაფიქრდი, გაუზიარე ჩემს მეწყვილეს. გავაცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მივეცით ერთმანეთს კოლეგის უკუკავშირი. შემდეგ განვიხილეთ შეფასების რუბრიკები თუ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის ცოდნა და როგორ შევაფასებინოთ მოსწავლეებს ერთმანეთის ნაშრომი.

Sunday, March 27, 2016

მე-6 დღე

დღეს ვიყავი მოსწავლის როლში.ვისწავლე გაზეთების გაკეთება, მოვიძიე ინტერნეტიდან მასალები და სურათები, რომლის ლინკებიც შევინახე საავტორო უფლებების საქაღალდეში.

Saturday, March 26, 2016

მე-5 დღე

ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე. ავტვირთეთ გუგლის დოკუმენტებში მ.ბ.დ კოდის გამოყენებით ავტვირთე ბლოგზე.ამის შემდეგ ბლოგზე გავაკეთე გვერდები და დავწერე კომენტარი.

პროექტის პრეზენტაცია

Sunday, March 20, 2016

ტრენინგის მე-4 დღე

დღეს ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შევსებაზე და შევიტანეთ გეგმის შაბლონში. შევავსეთ დროის ჩარჩო, სადაც განვსაზღვრეთ ჩასატარებელი აქტივობები, რომლებიც უნდა ჩატარდეს პროექტის დაწყებამდე მსვლელობის და დამთავრების შემდეგ დავწერეთ მოკლე მონახაზი. სახლში უნდა დავიწყოთ სასწავლო პროცედურების გრაფის შევსება.

Saturday, March 19, 2016

ტრენინგის მე-3 დღე

დღეს  პროექტს მოვარგეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარები.პროექტის თემის მიხედვით განვსაზღვრეთ თუ რომელი საგანის ინტეგრირებას მოვახდენ.

Sunday, March 13, 2016

ტრენინგის მე-2 დღე

დღეს ჩაგვიტრდა ტრენინგის მე-2 დღე. ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა,რაც საშუალებას მოგვცემს დაინტერესებულ პირს გავაცნოთ იმფორმაცია თუ რისთვისაა საჭირო და რა სახის სასწავლო პროექტია. შემდეგ დავრეგისტრირდი ბლოგზე და გავაკეთე კომენტარი.